"მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით, ჩვენ არ შევუერთდებით აქციებს"
"მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით, ჩვენ არ შევუერთდებით აქციებს"

A+ A-

16:23 26/02/2021

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის თქმით, მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით და მისი პარტია ამას არ შეუერთდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას იოსელიანმა აღნიშნა, რომ მათი ამოცანაა საარჩევნო რეფორმა მივიდეს ბოლომდე.

"ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით.

NDI-ის ბოლო კვლევაში მოქალაქეების 80 პროცენტი ამბობს, რომ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ესაა ერთ-ერთი სწორი გამოსავალი. ამიტომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ არ შევუერთდებით აქციებს. ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს ამოცანა, რისთვისაც ვართ პარლამენტში და ეს არის საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რაც არის გადამწყვეტი ამ ქვეყნისთვის", - აცხადებს იოსელიანი.