"გამოუშვან ნიკა ციხიდან სასწრაფოდ და დანიშნონ ახალი არჩევნები, ეს გადაარჩენს ამ მთავრობას კატასტროფისგან"
"გამოუშვან ნიკა ციხიდან სასწრაფოდ და დანიშნონ ახალი არჩევნები, ეს გადაარჩენს ამ მთავრობას კატასტროფისგან"

A+ A-

16:29 26/02/2021

"მე დღეს ვნახე ერთ მუშტად შეკრული საქართველო" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, გადაწყვიტა ყველა საპროტესტო აქციას შეუერთდეს.

"ამაყი ვარ ნამდვილად. ნიკა თავის თავზე არ ფიქრობს, ნიკა ყოველთვის სამშობლოზე ფიქრობს და ხვალინდელ დღეზე. გამოჩნდა, რომ ნიკა იმ ციხიდანაც ისევე აქტიური იქნება, როგორც აქ ყოფნის პერიოდში.

გაოცებული ვარ, ფილარმონიასთან მივედი, იქიდან წამოვედით ფეხით პარლამენტამდე და უნდა გენახათ უცხო ხალხი როგორ მეფერებოდა, მკოცნიდა, მიხდიდა მადლობას ასეთი ვაჟკაცი შვილის გაზრდისთვის. მე დღეს ვნახე ერთ მუშტად შეკრული საქართველო. საერთოდ აქციებზე არ დავდიოდი, მაგრამ ნიკას დაჭერის შემდეგ გადავწყვიტე, რომ არ გამოვტოვებ არც ერთ აქციას. მას შემდეგ რაც ამ მთავრობამ იკადრა  23-ში, არ დამიტოვა შანსი, არ ვიყო ამ პატრიოტ ხალხთან ერთად. ერთადერთი მახარებს, რომ მსოფლიოში არ დარჩენილა არც ერთი გამომცემლობა, რომელსაც ნიკასთვის მხარი არ დაეჭირა. სენატორების, მთელი ელჩების მხარდაჭერა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში გაჩნდა ახალი ეროვნული მოძრაობის ლიდერი, რომელსაც შეუძლია, მოიტანოს სიკეთე ქართველი ხალხისთვის. არჩვენების გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ წარმატებას. კოალიციური მთავრობა ერთადერთი გამოსავალია, რის შედეგადაც საქართველო აღორძინდება. ამიტომ, გონს მოეგოს ჩვენი მთავრობა და ცოტა თავი გაანძრიონ. ერთადერთი ნათელი წერტილი გახარია იყო და წავიდა. დაუჯერონ თავიანთ პატრიოტ მეგობრებს, დიპლომატებს და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. გამოუშვან ნიკა ციხიდან სასწრაფოდ და დანიშნონ ახალი არჩევნები. ეს გადაარჩენს ამ მთავრობას კატასტროფისგან", - განაცხადა ანზორ მელიამ.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, აქცია თბილისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.