"ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები იშლება საქართველოში"
"ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები იშლება საქართველოში"

A+ A-

16:49 26/02/2021

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში დაგეგმილ პროტესტებს, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, შედეგი არ გამოუღია.

"მე მგონია, რომ ის პოლიტიკური კლასი, რომელიც ახლა ამ აქციებს აანონსებს, ჩემი აზრით, მთავარი შეცდომა ამ ყველაფერში არის ის, რომ დღეს, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა და მკაფიო გზავნილები, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ.

ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები იშლება საქართველოში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მე საერთოდ არ მაქვს კარგი წარმოდგენა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მსგავსი ტიპის მიტინგებზე. თუ მსგავსი ემოცია ადამიანებში გაჩნდა და მერე პოლიტიკოსები ამ ემოციას შეუერთდნენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები აორგანიზებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად მსგავს აქციებს, ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ის ეწინააღმდეგება იმ რჩევებს, რომელსაც ჩვენ გვაძლევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ახლა მიდის ხელისუფლებისთვის ბრძოლა და ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ხელისუფლება იბრძვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო ოპოზიცია ცდილობს, რომ შექმნილი ვითარებით მაქსიმალური მიიღოს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.