სპილენძი ყურადღების ცენტრშია
სპილენძი ყურადღების ცენტრშია

A+ A-

18:30 26/02/2021

ხუთშაბათი, 2021 წლის 25 თებერვალი
1.    სახაზინო ობლიგაციების ზრდასთან ერთად აქციების ფასები დაეცა
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    სპილენძი ყურადღების ცენტრშია

ხუთშაბათი მასშტაბური დაყიდვების დღე გამოდგა, რაც აშშ-ის ბაზარს თვეებია, არ ენახა. საფონდო ბირჟების დინამიკა არაერთგვაროვნად წარიმართა: DJIA-ის ინდექსმა 1,75%-ით იმატა, S&P 500-მა და Nasdaq-მა კი, შესაბამისად, 2,45%-ითა და 3,56%-ით იკლო. ამ უკანასკნელს ოქტომბრის მერე ყველაზე დიდი დღიური ვარდნა ჰქონდა, აგვისტოს შემდეგ კი საერთოდ ყველაზე ცუდი კვირა გამოუვიდა.

მსხვილი ტექნოლოგიური აქციები კვლავ დაღმავალი სექტორების სათავეში დგანან. სამთავრობო ობლიგაციების შემოსავლიანობა იზრდება, ინვესტორები კი მათკენ, ან ფინანსების მსგავსი რომელიმე სფეროსკენ იწყებენ შემობრუნებას. განწყობამ მთელი სექტორები მოიცვა, გარდა ,,მიმური აქციებისა’’, მაგ. Gamestop, რომელიც 18,5%-ით გაიზარდა, და Twitter, რომელიც 3,7%-იანი მატების ფონზე დაიხურა.

აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო შემოსავლიანობა 1,6%-ს ერთი წლის შემდეგ პირველად გადასცდა, სანამ კვლავ 1,5%-მდე დაიკლებდა. მატებას ეკონომიკური აღმავლობა განაპირობებს. 2020 წლის მე-4 კვარტალში ამერიკის მშპ-ის მეორე კვლევამ 4,1%-იანი ზრდა აჩვენა და პირველი გამოთვლის შედეგი 1/10-ით გააუმჯობესა. უმუშევრობის განაცხადთა რიცხვი ბოლო 2 კვირის მანძილზე ასევე შემცირდა (თუმცა ჯერჯერობით კვლავ ძალიან მაღალია).

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

●    Coinbase, ამერიკული კრიპტოვალუტა, საჯაროდ გამოდის ე.წ. ,,direct listing’’-ის გზით, რომელიც Nasdaq-ზე, ,,COIN’’-ის სიმბოლოს თანხლებით წარიმართება. კომპანიის განცხადებით, 100-ზე მეტ ქვეყანაში საცალო გაყიდვებში ჩართულ 43 მილიონ მომხმარებელს, 7,000 დაწესებულებასა და ეკოსისტემის 115,000 პარტნიორს კრიპტოეკონომიკაში ჩართვა შეუძლია. შარშან მან $1,3 მლრდ-იანი, 2019 წელს კი - $533,7 მლნ-იანი შემოსავალი ნახა.
●    ჩიპების მწარმოებელ Nvidia-ს აქციები გაფართოებული ვაჭრობის საგნად იქცა მას შემდეგ, რაც მან 2020 წლის მე-4 კვარტლის პროგნოზები გააუმჯობესა. მან აქვე ხაზი გაუსვა, რომ მონაცემთა ბაზა სუსტად იზრდება და კრიპტომაინინგის გაყიდვები მისი ბიზნესის მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება. გლობალურ დონეზე ნახევარგამტარული ჩიპების ამჟამინდელი დეფიციტის მიუხედავად, ამ კვარტალში ის უფრო მეტ შემოსავალს ($5,3 მლრდ) ელოდება , ვიდრე უოლ-სტრიტი წინასწარმეტყველებს ($4,51 მლრდ).
●    Bloomberg-ის ცნობით, Tesla 22 თებერვლიდან 7 მარტამდე ფრემონტის (კალიფორნია) ქარხაში საწარმოო პროცესს აჩერებს. იანვარში კომპანიამ ინვესტორებს განუცხადა, რომ 2021 წელს ავტომობილების მიწოდების სფეროში საშუალოდ 50%-იან წლიურ ნამატს ელოდება. შარშან იგი ამ მხრივ ნახევარ მილიონამდე ერთეულს ითვლიდა.
●    ViacomCBS-მა მე-4 კვარტლის პროგნოზები გააცამტვერა: მისი განცხადებით, სტრიმინგ-პლატფორმას ახლა მთელ მსოფლიოში 30 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ახალი პლატფორმის, ,,Paramount+’’-ის პრემიუმ-ვერსია აშშ-ში 4 მარტს გამოვა და $9,99 (ძირითადი კატეგორიისთვის ივნისში - $4,99) ეღირება. Paramount Pictures-ის ზოგიერთი ფილმის ჩვენება მათი თეატრებში გამოსვლიდან ორი თვის ფარგლებში შედგება.
●    ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებებს, რომლითაც წინამორბედი ტრამპის მიერ შემოტანილი ფინანსური რეგულირების ზოგიერთ ღონისძიებას წერტილი დაუსვა. ამრიგად, მან ნახევარგამტარი ჩიპების, ელექტრომობილების ბატარეების, უმთავრესი მინერალების, ფარმაცევტული საშუალებების მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის 100-დღიან განხილვას დაუდო სათავე. მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურო ასევე ტრამპის ეპოქაში შემოღებული ორ იპოთეკური წესის გადახედვას გეგმავს.
●    აშშ-ის ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის მიხედვით, სექტორი 2021 წელს 6,5%-დან 8,2%-მდე იზრდება და მოცულობით $4,33 ტრლნ-ს აჭარბებს. ამას საყოველთაო ვაქცინაციის ზრდა და ეკონომიკის მეტად გახსნა განაპირობებს. შარშანდელი ნამატი 6,7%-ით განისაზღვრა, რომლის მეშვეობით  მთლიანმა კაპიტალმა $4,06 ტრლნ-ს მიაღწია. ამასთან, ელექტრონული კომერციისა და სხვა, არასაცალო გაყიდვების მოცულობამ 21,9%-ით ($969,4 მლრდ) იმატა.


რატომ არის სპილენძის ფასი 9000 დოლარზე მეტი


ნედლეულთა შორის გამოსარჩევი ძვირფასი ლითონია სპილენძი, რომელსაც აყვავების ხანა უდგას - მისი ფასი 2011 წლის შემდეგ $9,000-ის ნიშნულს პირველად გადასცდა. ამ მოგებამ სავალუტო გაცვლითი ფონდების ინვესტორებს არგო (მაგ. აშშ-ის სპილენძის ინდექსის ფონდი (CPER), ან Freeport-McMoRan და Glencore-ის სპილენძის მწარმოებლები).

ანტიკურ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ლითონი (მას ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანიდან იცნობენ) ამჟამად მრეწველობაში, მშენებლობასა და საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მან ამის გამო მეტსახელი, ,,დოქტორი სპილენძიც", მიიღო, ვინაიდან მას გლობალურ ეკონომიკაში გარდამტეხი წერტილების ამოცნობის უნარი შესწევს. ძირითადად ორი მთავარი მიზეზის გამოყოფა შეიძლება, თუ რატომ არიან ინვესტორები მისით გატაცებულნი.

ისტორიული დეფიციტის პროგნოზი
ცოტა ხნის წინ, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა წელს ლითონის ისტორიული დეფიციტი იწინასწარმეტყველეს, რაც ჩინეთის მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. ,,2021 წელს, ჩვენი 10-წლიანი პროგნოზი მარაგების ყველაზე დიდი სიმწირის შესახებ (327 კილოტონა), ნარჩუნდება. ამის მერე, დეფიციტის ახალ ფაზაზე გადავდივართ, რომელიც მიწოდების პიკითა (2023/24 წლები) და შემდგომ 10-წლიანი ჩავარდნით იქნება წარმოდგენილი. მეტი თვალსაჩინოებისთვის, 3/6/12 თვეში ფასის დინამიკა დაახლოებით ასეთი იქნება: $9,200/$9,800/$10,500 (ტონაზე) (მანამდე $8,500/9,000/10,000 იყო)’’, - წერენ ისინი. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მარაგებს ზიანი მიაყენოს და ფასები აწიოს, არის მომავალი შრომითი მოლაპარაკებები ჩილეში მდებარე, BHP-ის კუთვნილი, სპენსისა და ესკონდიდას (სპილენძის უდიდესი მომწოდებელი მსოფლიოში) მაღაროებში შრომის პირობების შესახებ მოლაპარაკებებია. მათ გარდა, მსგავსი საკითხი განიხილება ლოს-პელამბრესის (ანტოფაგასტა) და ელ-ტენიენტეს (კოდელკო) მაღაროთა ფარგლებშიც.  


მეტი ეკოლოგიურად სუფთა ენერგია
აქ მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით ელექტრომობილებსაც. სითბოსა და ელექტროენერგიის კარგი და ეფექტური გამტარი, მარტივად ფორმის მიმღები და 100%-ით გადამუშავებადი სპილენძი ელექტრომანქანებსა და მათ დამტენ სადგურებში, ასევე განახლებადი ენერგიის სხვა საშუალებებში გამოიყენება. მაგალითად, 3-მეგავატიანი ქარის ტურბინა 4,7 ტონა სპილენძს შეიცავს, რომლისგანაც, ძირითადად, მისი კაბელები და გაყვანილობები მზადდება. Copper Alliance ამტკიცებს, რომ მზისა და ქარისგან ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოება იმ რაოდენობის სპილენძს საჭიროებს, რაც საწვავის წიაღისეულის სექტორში გამოყენებად მოცულობას 4-6-ჯერ აღემატება. ორგანიზაციისავე თქმით, ე.წ. ,,ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგია’’ მოთხოვნის ზრდას ასევე ხელს შეუწყობს.

103.94%


ოთხშაბათს, ვიდეოთამაშებით საცალო მოვაჭრის, GameStop-ის აქციებმა სწორედ ამდენით აიწია. ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი კატალიზატორი კომპანიის ფინანსური განყოფილებაა. ბორდის ახალმა წევრმა და აქტივისტმა ინვესტორმა, რაიან კოენმა, რომელიც, აქციონერთა აზრით, ცვლილებებს შემოიტანს, საკუთარ ტვიტერზე McDonald’s-ის ნაყიდის კონუსის სურათი გამოაქვეყნა და თან ბაყაყის ე.წ. ემოჯი დაურთო. ამან მავანს ძველი რუნების მსგავსად სიმბოლოების გაშიფვრისა და არსებული საგის შესახებ ინტერპრეტირებისკენ უბიძგა.

მსგავსი სურათია სხვა ,,მიმურ’’ აქციებშიც, რომლებიც Reddit-ის ფორუმზე, WallStreetBets-ის საცალო მოვაჭრეებშია პოპულარული: ყურსასმენების მწარმოებელი Koss (+ 54,96%), ტანსაცმლით საცალო მოვაჭრე Express (+ 40,69%), მზის ენერგიის პროვაიდერი Sunworks (+ 26,83%), თეატრის ოპერატორი AMC Entertainment (+ 18,05%), კანაფის კომპანია Tilray (+ 12,87%) და BlackBerry (+ 8,85%).

ფორუმზე კომენტარების სიმრავლით ტოპ-5 კომპანიას შორის Palantir-ი და Tesla-ც ხვდებისნ. ,,ბეჭდების მბრძანებლიდან’’ ცნობილი არტეფაქტის სახელობის მონაცემთა კვლევების კომპანია, მე-4 კვარტლის იმედგამაცრუებელი შედეგებისა და IPO-ს დაბლოკვის შემდეგ, დაბრუნებისთვის იბრძვის. მისმა თანადამფუძნებლებმა და, სტივენ კოენმა და პიტერ ტიელმა, და სხვა ინსაიდერებმა, ახლახან მილიონობით აქცია გაყიდეს.