რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავები ტროტუარზე გადაიტანეს
რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავები ტროტუარზე გადაიტანეს

A+ A-

19:31 26/02/2021

რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს. გადაწყვეტილება ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს და განაცხადეს, რომ თუკი ბევრი ადამიანი დარჩება კარვებში, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაკეტავენ გზას.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ამ ეტაპზე იმის საჭიროება არ არის, რომ კარვები გზის სავალ ნაწილზე იყოს გაშლილი.

„ჩვენ ვმსჯელობთ მართლზომიერებაზე და არა კანონიერებაზე, ეს პოლიცია, ხელისუფლება 23 თებერვლის შემდეგ საერთოდ არ უნდა საუბრობდეს კანონიერებაზე, ამისი მორალური და კანონიერი უფლება არ აქვს. პარტიების პოზიციები არის, რომ კარვები იდგეს აქ და თუ არ დაეტევა, მაშინ გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე. ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კარავი გადავდგათ. ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან უნდა დაგვემატოს კიდევ კარვები და შევხედავთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი ორგანიზებული. რამდენი ადამიანი იქნება. თუ ბევრია ადამიანია, ხომ არ გავყინავთ? მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.