„სუს-ის ყოფილი მოადგილე ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება“ - ელისო კილაძე
„სუს-ის ყოფილი მოადგილე ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება“ - ელისო კილაძე

A+ A-

17:58 02/11/2018

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ საქარველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება, კერძოდ კი ამერიკაში.

„კიდევ ერთი ექსკლუზივი-სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება. ის ამ დღეებში იმყოფებოდა აშშ საელჩოში ვიზისთვის. მოვუწოდებ აშშ მთავრობას-არ შეუშვას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე. ის არის სამხედრო დამნაშავე, ტერორისტების მფარველი და საქართველოში პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე“, - წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილე, სოსო გოგაშვილმა თანამდებობა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს დატოვა. იოსებ გოგაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი, ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.