ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხურვალეთში გადაღებული ფოტო Facebook-ის გარეკანის ფოტოდ დააყენა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხურვალეთში გადაღებული ფოტო Facebook-ის გარეკანის ფოტოდ დააყენა

A+ A-

23:38 02/03/2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Facebook-ის გარეკანის, ე.წ. „ქავერის“ ფოტო განაახლა და საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხურვალეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

შარლ მიშელი საქართველოს 1 მარტს სტუმრობდა. ის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებას გაეცნო.