"ჩემთვის ნიკა მელია არც პოლიტიკური პატიმარია და არც სინდისის პატიმარი"
"ჩემთვის ნიკა მელია არც პოლიტიკური პატიმარია და არც სინდისის პატიმარი"

A+ A-

23:44 02/03/2021

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად არ მიიჩნევს.

"ჩემი შეფასებით კი არა, ევროკავშირს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს კრიტერიუმები, ვინ არის პოლიტიკური პატიმარი. თვითონ მელიას თანამოაზრეებიც არ მოიხსენიებენ მას პოლიტიკურ პატიმრად, სინდისის პატიმარს უწოდებენ.

ჩემთვის არც ერთია და არც მეორე. უკანონოდ მოხდა მის მიმართ მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება და ამ უკანონობამ და დაკავების მომენტმა შექმნა ფონი, რომ პოლიტიზირებული იყო მისი დაკავებაც და ა.შ. თუმცა, "ოცნება აკეთებს" ამას, "ოცნება" ქმნის "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა წევრებისა თუ ლიდერებისგან ახალი ტიპის გმირებს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.