"ერთადერთი, რაც შეიძლება, იყოს შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის პერსონალურად მისთვის სანქციები"
"ერთადერთი, რაც შეიძლება, იყოს შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის პერსონალურად მისთვის სანქციები"

A+ A-

00:01 03/03/2021

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილისთვის შემაკავებელი ფაქტორი იყოს, სანქციებია.

"სანქციები ჯერ არ გვინახავს. პროპორციულ არჩევნებზე უკან წაიღო დანაპირები; მოსამართლეებზე ღია ტექსტით ელაპარაკებოდნენ, რომ ესაა ნომერ პირველი თემა, რომლითაც ჩვენ ვზომავთ ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. მაინც ისე გააკეთა, როგორც უნდოდა. ერთადერთი, რაც შეიძლება, იყოს შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის პერსონალურად, მისთვის სანქციები, რაც აღარ არის შორეული სიზმარი, ერთ მშვენიერ დღეს გახდეს რეალობა. ერთადერთი ამან შეიძლება, დაახევინოს უკან", - განაცხადა ბესელიამ "ფორმულას" ეთერში.