"გულწრფელად ამბობდა, ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში პირველი მივეხმარებიო"
"გულწრფელად ამბობდა, ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში პირველი მივეხმარებიო"

A+ A-

11:28 03/03/2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან წინა შეხვედრას იხსენებს და ვაქცინაზე საუბრობს.

"წინა შეხვედრაზე გულწრფელად ამბობდა ყოფილი პრემიერი, ამას ახლა ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, ალბათ, არაფერი ისეთი არ არის: ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში პირველი მივეხმარებიო. ოღონდ ვინმემ მოიტანოს,  სიტყვები არ იყოს ამის უკან და ეს იყოს რეალობა და მე ამისთვის მზად ვარო", - განაცხადა კულუმბეგოვმა.