"პავილიონისის ვიზიტმა ლიეტუვის, როგორც მედიატორის იმიჯი დააზარალა"
"პავილიონისის ვიზიტმა ლიეტუვის, როგორც მედიატორის იმიჯი დააზარალა"

A+ A-

22:00 03/03/2021

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტს ეხმაურება.

„პავილიონისის ვიზიტმა ლიეტუვის, როგორც მედიატორის იმიჯი დააზარალა. ყველა მედიატორმა უნდა მოიტანოს სარგებელი და არა ზიანი. სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტის გამო უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის, როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში დაზარალდა. ჩვენ ერთმანეთს ლიეტუვაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ. მზად ვართ ნებისმიერ დროს წავიდეთ საქართველოში. წავიდეთ მარტო ან პარტნიორებთან ერთად ბალტიის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან, რათა დავეხმაროთ საქართველოს ამ მძიმე სიტუაციის გადალახვაში. მე არ მინდა ვუწოდო ამას კრიზისი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს მსგავსი რამ ხდება.

ჩვენ ვიმუშავეთ ევროკავშირის საბჭოს დონეზე და არ არის შემთხვევითი, რომ ამ კვირაში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. შარლ მიშელმა გამართა სიღრმისეული საუბარი ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებთან. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ შედეგები ხელშესახებია, მაგრამ დასაწყისი დიდ იმედებს იძლევა“, - განაცხადა ნაუსედამ.