საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ პორტუგალიას დაუპირისპირდება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ პორტუგალიას დაუპირისპირდება

A+ A-

11:54 05/03/2021

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის ევროპის 2021 წლის გათამაშების პირველი შეხვედრისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები ლისაბონში, პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.

რაგბი ევროპის წლევანდელი გათამაშება ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია შესაბამისად, თითოეული მატჩის შედეგს ორმაგი დატვირთვა აქვს.

პორტუგალია-საქართველოს სარაგბო დაპირისპირება 6 მარტს თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.