"იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ"
"იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ"

A+ A-

12:54 05/03/2021

მთავარი არ არის, მოლაპარაკების რაუნდი როდის იქნება, მთავრია, რამდენად მზად იქნებიან მხარეები, რომ შეთანხმება შედგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.

„როდესაც ჩამოსული იყო პრეზიდენტი მიშელი და მასთან ერთად იყო განხილული ოპოზიციის წარდგენილი გარკვეული პუნქტები, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პუნქტების უმეტესობაზე უკვე მუშაობს. პირველი პუნქტი არის საარჩევნო რეფორმა – იცით, რომ დავაინიცირეთ ეს რეფორმა. ერთ-ერთი არის საგამოძიებო კომისია.

იცით, რომ ეს კომისიაც იქმნება, ასევე, როცა საუბარია შესაძლო არჩევნებზე, საუბარია სწორედ საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ჩვენც ამას ვამბობთ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ან თუნდაც ამ ფარგლებს მიღმა თუკი რამენაირად დამტკიცდება ერთპროცენტიანი ცვლილებაც კი, ამ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა საქმე მათ მხარეს არის, მათ უნდა გამოაჩინონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის.

იქ პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და გთხოვთ, ამას ყურადღება მიაქციოთ – არც გვარებია ნახსენები. ის პუნქტები წარმოადგენს პრეტენზიებს, რომლებიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.