ოზურგეთის ცენტრში ნიღბიანმა პირმა დანის მუქარით სუპერმარკეტიდან 1000 ლარამდე თანხა წაიღო
ოზურგეთის ცენტრში ნიღბიანმა პირმა დანის მუქარით სუპერმარკეტიდან 1000 ლარამდე თანხა წაიღო

A+ A-

14:12 05/03/2021

ოზურგეთის ცენტრში სუპერმარკეტი "მოდერნი" დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, სუპერმარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და დანის მუქარით მოლარე-ოპერატორისგან 1000 ლარამდე თანხა წაიღო.

მსგავსი შემთხვევა აღნიშნულ მაღაზიაში ერთი წლის წინაც მოხდა. დამნაშავემ სუპერმარკეტიდან თანხის წაღება მაშინაც მოახერხა, თუმცა სამართალდამცავებმა ის ოთხ დღეში დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.