თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების თეატრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების თეატრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

A+ A-

14:39 05/03/2021

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან გაბრიაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის სამომავლო გეგმები გააცნო და ის კონკრეტული პროექტები წარუდგინა, რომელთა განხორციელებასაც თეატრი შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში წარმატებით შეძლებს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე საქართველოში, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.