ანდრეა პირლო - მინდა, კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს იმის გამო, რომ ქვეყანა ასე განვითარდა
ანდრეა პირლო - მინდა, კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს იმის გამო, რომ ქვეყანა ასე განვითარდა

A+ A-

69

15:50 03/11/2018

იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლოს საქართველოში ვიზიტზე საუბრობს.  ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, ის საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება და ამ პერიოდში ქვეყანა საკმაოდ განვითარდა.

„აქ სარეკლამო რგოლის გადასაღებად ჩამოვედი. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საქართველოში სტუმრობის საშუალება. თბილისში პირველად 2006 წელს ჩამოვედი, შემდეგ 2010 წელს –  ვხედავ ბევრ ცვლილებას და მინდა კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს იმის გამო, რომ ქვეყანა ასე განვითარდა,“ – ამბობს პირლო.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო თბილისში პარასკევს, გამთენისას ჩამოფრინდა. ის ერთ-ერთი ქართული კომპანიის სარეკლამო სახე იქნება. ცნობისთვის, პირლო სხვადასხვა დროს „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.