ბიძინა ივანიშვილი: „სულ 600 ათასი ვღირვარ?“ - ახალი კულუარული ამბები შუშის სასახლიდან
ბიძინა ივანიშვილი: „სულ 600 ათასი ვღირვარ?“ - ახალი კულუარული ამბები შუშის სასახლიდან

A+ A-

2420

17:55 03/11/2018
შუშის სასახლეში ვნებათაღელვა არ წყდება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ციებ-ცხელებას საარჩევნო კალკულაცია დაემატა. არჩევნების პირველი ტურის შედეგს "ქართულმა ოცნებამ" 250 ათასი ხმა უნდა დაუმატოს. კალაძე-კობახიძის, რაიონებში ხალხის მოსაფერებლად გაშლილ-გაფანტული მაჟორიტარების და "ოცნების" მაღალჩონოსნების იმედზე მყოფი „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად ხვდება, რომ 250 ათასი ხმის მოძიება ძალიან რთულია.
როგორც „2020NEWS“-ს ინფორმირებული წყარო უყვება, სალომე ზურაბიშვილის აღებული ხმების რაოდენობამ ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა. 600 ათას ხმაზე მეტი არ ვღირვარ? - ჰკითხა საკუთარ გარემოცვას ყოფილმა პრემიერმა, რომელიც ამ დრომდე მოსახლეობის მხრიდან საკუთარ ჭარბ ნდობაში, ძალიან დარწმუნებული იყო. „ბიძინა ივანიშვილი რეალურად მოტყუებული აღმოჩნდა.
ეგონა, რომ 3 მილიონი ამომრჩეველი ჰყავდა. არჩევნების მარცხს თავიდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას აბრალებდა, თუმცა უახლოეს გარემოცვას, მათ შორის ოჯახის წევრებს უთქვამთ, ზურაბიშვილი დამნაშავე არ არის, სხვა კანდიდატის შემთხვევაშიც შედეგი იგივე იქნებოდაო, რამაც კიდევ უფრო განარისხა "ქართული ოცნების" ლიდერი. „გამოდის რომ ის 615 ათასი ხმაა, რაც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, მხოლოდ ჩემი ამომრჩეველი და 600 ათასი ვღირვარ და მეტი არა?!“- იკითხა ივანიშვილმა.
პასუხი მაშინ ვერ მიიღო და სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურში მიიღებს - რამდენი ღირს საქართველოს მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს „2020NEWS“ -ის წყარო.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერშიფი ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ვადამდელი არჩევნები არ აცდება.
დიდი ალბათობით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება. ცნობისათვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 38.64% დააგროვა, რაც 615 572 ათასი ამოლმრჩევლის ხმაა. 
არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 2 დეკემბრამდე გაიმართება.