მარინ ლე პენის პარტიამ ემანუელ მაკრონის პარტიას გაუსწრო
მარინ ლე პენის პარტიამ ემანუელ მაკრონის პარტიას გაუსწრო

A+ A-

60

16:41 04/11/2018

ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებულ გამოკითხვაში მარინ ლე პენის პარტიამ "ეროვნული გაერთიანება“ პირველად გაუსწრო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიას "წინ, რესპუბლიკა“. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება. დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებზე ემანუელ მაკრონის პარტიას მხარს უჭერს რესპონდენტთა 19%, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ - 21%.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რესპონდენტთა 7% მხარს უჭერს მემარჯვენე გოლისტს ნიკოლა დიუპონ-ეინიანს, რომელიც მარინ ლე პენის მოკავშირეა, ულტრამემარჯვენეებს ჯამში შეუძლიათ 30%-მდე მხარდაჭერა მიიღონ.

აღნიშნული გამოკითხვა 30-31 ოქტომბერს კვლევითმა ორგანიზაცია Ifop-მა ჩაატარა. მასში მონაწილეობა 1,000 ადამიანმა მიიღო. რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, ვის დაუჭერდნენ მხარს, ევროპარლამენტში, არჩევნები რომ უახლოეს კვირას ჩატარებულიყო.