ბუტა რობაქიძის მკვლელობის თანამონაწილე სუს-ის მაღალჩინოსანი დავით ბედიაა - ელისო კილაძე
ბუტა რობაქიძის მკვლელობის თანამონაწილე სუს-ის მაღალჩინოსანი დავით ბედიაა  - ელისო კილაძე

A+ A-

18:01 04/11/2018

გაზეთ ,,ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი და ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში შს მაღალჩინოსნის, დავით ბედიას ფოტოებს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ეს ფოტოები ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს, შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.

"ეს არის დავით ბედია, ფოტოები კი ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზეა გადაღებული. დავით ბედია ახლა "ქართული ოცნების" სუსის მაღალჩინოსანი და ალეკო ტაბატაძის მარჯვენა ხელია! ია მეტრეველი სუსთან აქციას როდის მართავს?! - თუ ეს სამართალი არ აღელვებს?!" - წერს კილაძე.

აღსანიშნავია, რომ ელისო კილაძემ "ვარდების რევოლუციის" წლისთავზე მოკლული ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რომ მისი შვილის მკვლელობაში თანამონაწილე დღეს სუს-ის მაღალჩინოსანია.

„ია მეტრეველმა რაკი არ იცის აქცია სად უნდა გამართოს - მე ვასწავლი - პირი რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას იმყოფებოდა და მკვლელობის თანამონაწილეა, დღეს სუსი-ს მაღალჩინოსანი და ალეკო ტაბატაძის მარჯვენა ხელია. როგორც კი რუსთაველზე „ქოცების“ მხარდამჭერ შტაბს გახსნის, ფოტო და ვიდეომასალას სახალხოდ გადავცემ - იქ გამოჩნდება სამართალს ეძებს თუ ვაჭრობს“, - წერდა კილაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ია მეტრეველმა დედაენის ბაღში, მხარდამჭერებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქცია გამართა.