დღეს "მხოლოდ ქართული" იწყება - რომელი პროექტი მოიგებს რეიტნგების ომს?
დღეს "მხოლოდ ქართული" იწყება - რომელი პროექტი მოიგებს რეიტნგების ომს?

A+ A-

199

18:06 05/11/2018

დღეს "რუსთავი 2“-ის ეთერში „მხოლოდ ქართული“ იწყება.  შოუს ეთერში  22:00 საათზე გავა. ამით „რუსთავი 2“-სა და „იმედს“  შორის ისედაც დაძაბული  რეიტინგებისთვის ბრძოლა გაგრძელდება. 22:00 საათზე  გადის „იმედზე“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონიც, რომელიც სკანდალში უკვე რამდენჯერმე გაეხვა და რომელიც რამდენჯერმე უკვე გადაურჩა დახურვას.

„მხოლოდ ქართულის“ დაწყება „სხვა შუა დღის“ ეთერში გიორგი გაბუნიამ მისთვის დამახასიათებელი იუმორით დააპიარა.

„სხვა შუა დღის“ ეთერში სტუმრად მყოფმა „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ჟიურის ერთი წევრი დაემატათ.

როდესაც „ სხვა შუა დღის“ წამყვანები დაინტერესდნენ,  სოფო ნიჟარაძესა და გიორგი უშიკიშვილის გარდა ვინ იქნებოდა ჟიურის წევრი, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმებაა და ეს მას სახეზეც ეტყობა, რადგან ახლა ცოტა შევსებული სახე აქვს. "ოღონდ მამა მე არ ვარ", - აღნიშნა გაბუნიამ.

სოფო ნიჟარაძემ მოგვიანებით გაბუნიას გაკეთებული განცხადება დაადასტურა და ხუმრობით აღნიშნა, რომ პატარა ჯულიეტას ელოდებიან.

შეგახსენებთ, „მხოლოდ ქართულის“ პირველმა სეზონმა იმედის „იქს ფაქტორს" რეიტინგების ომი მოუგო, რის შემდეგაც „იქს ფაქტორი“, რომელზეც არხი დიდ იმედებს ამყარებდა, დაიხურა.

საკითხავია, რა მოხდება ამჯერად. მოუგებს თუ არა რეიტინგების ომს „მხოლოდ ქართული“ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“, უახლოეს მომავალში გაირკვევა.