დაკარგული 11 წლის ელენე გიორბელიძე იპოვნეს
დაკარგული 11 წლის ელენე გიორბელიძე იპოვნეს

A+ A-

2874

18:07 05/11/2018

დაკარგული 11 წლის ელენე გიორბელიძე იპოვნეს - ეს ინფორმაცია  "2020NEWS"-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. ის უკვე სახლშია გადაყვანილი. დაკარგული გოგონა ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვნა.

ელენე გიორბელიძე დილით, 9-ის ნახევარზე, ერთი წლით უმცროს ძმასთან ერთად, მე-4 საჯარო სკოლაში წავიდა. როგორც ცნობილია, ძმა სკოლაში შევიდა, თუმცა გოგონა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნახავთ.

დაკარგული ბავშვის ოჯახი მეუნარგიას ქუჩაზე ცხოვრობს.