სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

A+ A-

19:19 05/11/2018

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა, -  ამის შესახებ ინფორმაცია "2020NEWS“-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, დღემდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა და მოხდა ამ ორი თანამდებობის გამიჯვნა.

შესაბამისად, გიორგი წოწკოლაური მინისტრის მოადგილედ რჩება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას კი დროებით, მისი მოადგილე თამაზ მოდებაძე შეასრულებს. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი წოწკოლაურმა მიხეილ დუნდუა ზუსტად ორი თვის წინ შეცვალა.