"ამასაც მოვესწარით, ღორმა ოკუპანტებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩვენზე"
"ამასაც მოვესწარით, ღორმა ოკუპანტებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩვენზე"

A+ A-

00:01 27/03/2021

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საოკუპაციო ხაზთან, ბანერზე წარწერის დატოვების შემდეგ ოკუპანტებმა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

"ამასაც მოვესწარით ძია, ღორმა ოკუპანტებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩვენზე. ალბათ, მოგვისჯიან კიდეც რამეს" - წერს გიგა მაქარაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ სამოქალაქო აქტივისტები დათა ვანიშვილის სახლთან იმყოფებოდნენ. მათ სოფელ ორჭოსანთან, საოკუპაციო ბანერზე აქტივისტებმა GEO დააწერეს.