მამა გიორგი მამალაძის "საუკუნის საქმე" სტრასბურგის სასამართლოში წლის ბოლოს შევა
მამა გიორგი მამალაძის "საუკუნის საქმე" სტრასბურგის სასამართლოში წლის ბოლოს  შევა

A+ A-

276

19:23 05/11/2018

გახმაურებულ და სკანდალურ საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სარჩელი წლის ბოლოს  სტრასტბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში შევა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "2020NEWS"-თან საუბარში დეკანოზის უფლებადამცველმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.

„დაახლოებით თვენახევარი დამჭირდება იმისთვის, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი სტრასბურგში გავგზავნო“, - განუცხადა დავით ჯანდიერმა "2020NEWS"-ს.

ცნობისთვის, სარჩელი შეეხება გაუთქმელობასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროსასამართლოში გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, დეკანოზ მამალაძეს ქართულმა სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.