"მე "ნაცებს" მორალურად ვერ მივცემ ხმას და ვერც ამ მეორე არაეთიკურ, ოდიოზურ ქალბატონს, ორივე მათგანი ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა"
"მე "ნაცებს" მორალურად ვერ მივცემ ხმას და ვერც ამ მეორე არაეთიკურ, ოდიოზურ ქალბატონს, ორივე მათგანი ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა"

A+ A-

351

23:33 05/11/2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ბიზნესმენი ლაშა შევარდნაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას ვერცერთ კანდიდატს ვერ მისცემს.

"ცუდი არ იქნებიდა მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენზე მესამე ფანჯარაც იყოს - "არც ერთი". ჩემსავით ბევრს არ მოსწონს არც ერთი კანდიდატი. ბოლო ბოლო საინტერესო იქნებოდა ამომრჩევლის რა ნაწილი არ უჭერს არც ერთ კანდიდატს მხარს.

მე "ნაცებს" მორალურად ვერ მივცემ ხმას და ვერც ამ მეორე არა ეთიკურ, ოდიოზურ ქალბატონს. მიმაჩნია, რომ ორივე მათგანი ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა.

დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს ქვეყნის გამაერთიანებლის როლს და ეს ორივე კანდიდატი კი არის პირიქით - ერის გაყოფის სიმბოლო", - წერს შევარდნაძე სოციალურ ქსელში.