კემეროვოს ოლქში ხანძარს 6 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
კემეროვოს ოლქში ხანძარს 6 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

A+ A-

61

11:24 06/11/2018

რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქალაქ იურგაში, კერძო სახლში ხანძრის შედეგად ექვსი ბავშვი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია ორი ზრდასრული.

მეხანძრეებმა სახლში შვიდი ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა შორის ხუთი ორიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვია. საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს 42 წლის ქალი და 12 წლის ბიჭი, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია.

ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.