ოთარ კახიძემ ფარცხალაძის ბრალის წაყენების 7 სავარაუდო ფაქტი დაასახელა
ოთარ კახიძემ ფარცხალაძის ბრალის წაყენების 7 სავარაუდო ფაქტი დაასახელა

A+ A-

55

11:31 06/11/2018

„ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ბრალის წაყენებას ეხმაურება. კახიძემ რამდენიმე პუნქტი ჩამოწერა, თუ რის გამო შეიძლება წარედგინათ ბრალი ფარცხალაძისთვის.

„ა) მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა; ბ) მერაბიშვილის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, მოწმეებზე ზეწოლა, ცრუ ჩვენება; გ) კორუფციული გარიგებები ბათუმის პორტის, ჯორჯიან მანგანეზის და სიგარეტის ბიზნესის საქმეებზე; დ) მიწასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი; ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ცემა მამხილებელი ანგარიშის მომზადებისთვის; ვ) ყიფიანის შეურაცხყოფა სარდაფში და მერე მისი იძულება, მოეყოლა კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ზღაპარი; ზ) მირზა სუბელიანის სასარგებლოდ პროკურატურაზე ზეწოლა ხორავას ქუჩის საქმეში. მე დავიღალე, თქვე გააგრძელეთ“, - წერს ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი დღეს დილით წაუყენეს. მისი ადვოკატის  გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მის დაცვით ქვეშ მყოფს  პროკურატურამ ბრალი 126-ე, ცემის მუხლით ე.წ. „ელ-ცენტროს“ საქმეზე წარუდგინა.