"კეთილი ინებოს ეროვნულმა ბანკმა და ახსნას ლარის გაუფასურების მიზეზები"
"კეთილი ინებოს ეროვნულმა ბანკმა და ახსნას ლარის გაუფასურების მიზეზები"

A+ A-

54

12:31 06/11/2018

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ლარის გაუფასურების თემას ეხება, მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების მიზეზები უნდა ახსნას.

„თურქული ლირა ერთი თვეა მნიშვნელოვნად მყარდება. ერთი თვეა, ლარი უფასურდება.

თურქულ ლირას არ მოუხდენია გავლენა ლარის კურსზე. როგორც ცხრილიდან ჩანს, იმპორტი მიმდინარე წელს იზრდება არა თურქეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, სადაც ვალუტები სტაბილურია. მხოლოდ მოლოდინებით ახსნა კი ოროსანი სტუდენტის პასუხია.

საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ვერცერთხელ ვერ ახსნა ლოგიკით, რიცხვებით, თეორიით, პრაქტიკით, არგუმენტით, თუ რატომ უფასურდება ლარი. არც აქვს ამის სურვილი, რადგან საზოგადოება და ექსპერტები ადვილად ”ჭამდნენ” ხელისუფლების ორ თაფლაკვერს-დილით ”საგარეო ფაქტორს” და საღამოს ”მოლოდინებს”. არც სავაჭრო ბალანსის დეფიციტია ლარის გსუფასურების მიზეზი. იმ ”ცხრა წელიწადში” მისი დეფიციტი გაცილებით დიდი იყო მშპ-სთან მიმართებით, ვიდრე დღეს.

კეთილი ინებოს ეროვნულმა ბანკმა და ახსნას ლარის გაუფასურების მიზეზები“, - წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, დღეს ლარის ოფიციალური კურსი  დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 74 თეთრია.