მთავარი პროკურატურა - ფარცხალაძეს გირაო შეეფარდა, რადგან ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას
მთავარი პროკურატურა -  ფარცხალაძეს გირაო შეეფარდა, რადგან ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას

A+ A-

50

13:45 06/11/2018

მთავარ პროკურატურაში უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე განცხადება გააკეთა.

 

როგორც ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადეს, ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, 5000-ლარიანი გირაო ოთარ ფარცხალაძის გარდა მიხეილ ჩოხელსაც შეეფარდა.

„აღნიშნული საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ - ცენტროში“ მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდიას,“ - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

ემზარ გაგნიძის თქმით რადგან ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახით  განესაზღვრად 5000 - 5000 ლარის ოდენობით გირაო.

„ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპეტრტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მიერ ლაშა თორდია დაზარალებულად იქნა ცნობილი და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ 5000 - 5000 ლარის ოდენობით გირაო. მინდა მოგახსენოთ, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასმაართლო სხდომა ჩანიშნულია 2018 წლის 20 დეკემბერს,“ - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.