ლაშა თორდია ფარცხალაძეზე - მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას
ლაშა თორდია ფარცხალაძეზე - მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას

A+ A-

158

14:04 06/11/2018

ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას აფასებს.

 როგორც თორდია აცხადებს, ფარცხალაძემ „მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას“.

„შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს. მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!“ - წერს თორდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პროკურატურა გირაოს შეფარსებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა და ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.