„ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი” - მიხეილ სააკაშვილი
„ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი” - მიხეილ სააკაშვილი

A+ A-

109

14:05 06/11/2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ბრალის წაყენებას სოციალური ქსელით ეხმაურება. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი.

„ივანიშვილმა, რომელმაც გუშინ 800 ათასი ამომრჩეველი რევანშისტად გამოაცხადა, დაიწყო ახალი იაფასიანი ტრიუკების გამოგდება. ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი. არა ივანიშვილის კორუფციის, არამედ აუდიტის ხელმძღვანელის ბარში ცემის საქმეზე. პარალელურად, ახალქალაქის მოძალადეები 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ასეთია მთავარი "პახანის" ივანიშვილის დადგენილი ტარიფი ცემაზე. სწორედ, ივანიშვილის ჯიბეში წავიდა 3 მილიარდი ლარი საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამ საქმეში, რა თქმა უნდა, იყენებდა ფარცხალაძეს, მაგრამ ეს ფული მაინც მთლიანობაში მასთან მიდიოდა და არა ფარცხალაძესთა. ველოდებით ახალ მსგავს ხუმრობებს ქუმსიშვილთან და 1-2 წვრილფეხასთან მიმართებაში. აბა, უჩას და თავად ბიძინას ვინ გაუბედავს. ივანიშვილს აქვს პრინციპი თავისთვის - "მე მინუს ყველა". ხოლო, ჩემი პრინციპია - ყველა მინუს ივანიშვილი!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძეს დღეს დილით პროკურატურამ ბრალი ცემის ფაქტზე წაუყენა. თუმცა, სასამართლობ ყოფილ მთავარ პროკურორს 5 ათასი გირაო შეუფარდა.