ოთარ ფარცხალაძე ,,ომეგა ჯგუფის“ საკითხზე გამოიკითხება
ოთარ ფარცხალაძე ,,ომეგა ჯგუფის“ საკითხზე   გამოიკითხება

A+ A-

38

15:01 06/11/2018

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ,,ომეგა ჯგუფის“ საკითხზე გამოკითხავენ. ამის შესახებ პროკურორმა ემზარ გაგნიძემ უწყების საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

,,ოთარ ფარცხალაძეს, მოგეხსენებათ, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს იმის კითხვის ნიშანი, რომ იგი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება. ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშრებით ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამომძიებელი თავად საზღვრავს ტაქტიკას, რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპისთვის ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე არ არის გამოკითხული, თუმცა ვადასტურებ, რომ გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პირები. ყველა ის პირი გამოიკითხება და ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, ფარულ აუდიო ჩანაწერებში სპორტის ყოფილი მინისტი ლევან ყიფიანი ამბობდა , რომ ოთარ ფარცხალაძემ სარდაფში ჩაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა.