წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა გახდა
წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა გახდა

A+ A-

77

15:19 06/11/2018

წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ჟურნალმა People 46 წლის ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა დაასახელა.

იდრის ელბა სხვადასხვა წლებში ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, BAFTA-სა და „ემიზე“, მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ამერიკელი განგსტერი“, „მძარცველები“,„თორი“ „წყნარი ოკეანის ტიტანები“ და „მხეცები არსაიდან“.

ელბას პოპულარობა და აღიარება მოუტანა HBO-ს სერიალში „მოსმენა“, BBC One-ის სერიალ „ლუთერში “ ჯონ ლუთერის და ბიოგრაფიულ ფილმში „მანდელა: გრძელი გზა თავისუფლებისკენ“ ნელსონ მანდელას როლების შესრულებამ.

ჟურნალ People -ის მიერ წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცის დასახელების ტრადიცია 1985 წლიდან იღებს სათავეს. პირველად ეს ტიტული მელ გიბსონს ხვდა წილად.