"პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს"
"პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს"

A+ A-

14:28 02/04/2021

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპარლამენტარების განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩერდეს, საგანგაშო გზავნილია.

მისივე თქმით, ეს განცხადება არის მინიშნება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ნამდვილად საფრთხის ქვეშაა.

"პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მას შემდეგ, რაც საქართველომ დეკლარირებულად აირჩია დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. აქ არის ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანო ფრაზა ჩადებული, როდესაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა სასწორზეა დადებული, ამიტომ ჩემთვის და ყველა მოქალაქისთვის ამას განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონდეს. სრული პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე", - აცხადებს დეკანოიძე.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება ძალიან მნიშვნელოვან გაფრთხილებად უნდა მივიღოთ.

"ეს განცხადება უნდა მივიღოთ როგორც არა რიგითი განცხადება, არამედ ეს განცხადება უნდა მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვან, სერიოზულ გაფრთხილებად ჩვენი მომავალი საგარეო პოლიტიკის კურსის შესახებ", -აღნიშნა დეკანოიძემ.