"პოზნერის ღამეს ვერ გაბედეს დაკავებები და ახლა დაერივნენ აქტივისტებს, სასოწარკვეთა ჰქვია მაგას"
"პოზნერის ღამეს ვერ გაბედეს დაკავებები და ახლა დაერივნენ აქტივისტებს, სასოწარკვეთა ჰქვია მაგას"

A+ A-

18:33 02/04/2021

პოლიტიკოსი და მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტების დაკავებას ეხმაურება.

"პოზნერის ღამეს ვერ გაბედეს დაკავებები და ახლა დაერივნენ აქტივისტებს. 12-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. სასოწარკვეთა ჰქვია მაგას", - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

"ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "შეცვალე" აქციას მართავდა, რა დროსაც პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავაც.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.