ლარის რეკორდული ვარდნა გრძელდება
ლარის რეკორდული ვარდნა გრძელდება

A+ A-

58

16:56 06/11/2018

ლარი რეკორდულ ვარდნას განაგრძობს. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7524 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7383 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან

მიმართებაში -1.41 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1386 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1162 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.24 თეთრი შეადგინა.

 

ლარის რეკორდულ ვარდნის პარალელულად, ეროვნული ბანკი  საჯარო პირებსა და ექსპერტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები.