საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობისთვის 6 პირი დააკავეს
საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობისთვის 6 პირი დააკავეს

A+ A-

80

17:35 06/11/2018

საფრანგეთში შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისთვის ექვსი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFM TV ავრცელებს.

 არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს რადიკალური შეხედულებები აქვთ. სპეცოპერაცია რადიკალების მიერ პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული მუქარების შესახებ დაწყებული გამოძიების შედეგი იყო. დაკავების ოპერაცია იზერის, მოზელის და ილი და ვილენის დეპარტამენტებში ჩატარდა.

პარიზის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის მუხლით დაიწყო.

საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი 2017 წლის ივლისშიც დააკავეს.