"ფარცხალაძის ქონება დაყადაღებულია, ყოფილმა პროკურორმა ქვეყანა დატოვა"
"ფარცხალაძის ქონება დაყადაღებულია, ყოფილმა პროკურორმა ქვეყანა დატოვა"

A+ A-

22:10 03/04/2021

"შაბათის მთავარის" ინფორმაციით, ყოფილი პროკურორის და "ქართული ოცნების" არაფორმალური მოლარის ქონება დააყადაღეს. ყადაღა ადევს ოთარ ფარცხალაძის ცნობილ, სარდაფებიან შავ სასახლესაც.  "მთავარმა" დოკუმენტები მოიპოვა.

კულუარებში დიდი ხანია, საუბრობენ, რომ ივანიშვილი მის გარემოცვას აღარ ენდობა, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც ფული ებარა.

დიდი არეულობა კი ივანიშვილის კარზე განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ოლიგარქმა პრემიერ-მინისტრობა ირაკლი ღარიბაშვილს ჩააბარა.

"კახური კლანის" გაძლიერების პარალელურად შესუსტდა მამაცაშვილ-ფარცხალაძის კლანის გავლენები.

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის კლანის ერთ- ერთი წევრმა დავით ბალანჩივაძე, რომელიც ადრე ოქროს მომპოვებელი კომპანი "არემჯი გოლდის" დირექტორი იყო, "დასჯილია", რადგან არჩევნების წინ, პარტიაში შესული შავი ფულის დიდი ნაწილი სადღაც გაქრა.  

"მთავარი არხი"