"გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს"
"გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს"

A+ A-

22:37 03/04/2021

"შაბათის მთავარის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი გახარია თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს.

გიორგი გახარიას დაგეგმილი კამპანია აქვს. წინასწარ იცის სად, როდის, როგორ და ვისთან ერთად გამოჩნდეს. მედიასთან მისი ყოველი გამოსვლაც  გათვლილია. ასე იყო ძმები არველაძეების მოცვის პლანტაციაში მისი სტუმრობაც.

"მთავარის" ინფორმაციით, მთავარი ოპოზიციური ლიდერის სპეცოპერაციით დაკავების შემდეგ პოლიტიკურ მოვლენებს გარიდებული კალაძე, რომლის პოზიციების შესახებ "ქართულმა ოცნებამაც" კი არაფერი იცოდა და რომელიც აღარც მოიაზრებოდა მერობის კანდიდატად, გახარიასთან მარათონში "ოცნებას" ისევ  შემოჰყავს. "ქართული ოცნების" გუნდში კალაძის და გახარიას მომხრეებს შორის დაპირისპირება მწვავეა.

ოპოზიცია კი ყოფილ პრემიერს მესამე ძალად არ განიხილავს და ფიქრობენ, რომ ის ისევ ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ დარჩება.  

რაც შეეხება კალაძეს, ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ მოქმედი მერის წინააღმდეგ სუს-ი აქტიურად მუშაობს, ამიტომ კალაძეს ალტერნატივად ისრაელში სამკურნალოდ წასვლაც აქვს.  მიზეზი მარტივია - ისრაელი არის ქვეყანა, რომელი მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს აღარავის გადასცემს.