ჰაკერებმა მარკ ცუკერბერგის ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვეს
ჰაკერებმა მარკ ცუკერბერგის ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვეს

A+ A-

17:29 04/04/2021

Facebook-ზე მასობრივი კიბერშეტევის შედეგად ჰაკერებმა კომპანიის ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის ტელეფონის ნომერი მოიპოვეს და გაასაჯაროვეს.

The New York Post-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში მოიპოვეს. საუბარია ტელეფონის ნომერზე, რომელიც ცუკერბერგის Facebook-ანგარიშზეა მიბმული. ამგვარად, ცუკერბერგი ერთ-ერთი გახდა იმ ასობით მილიონი ადამიანიდან, ვისი მონაცემებით ინტერნეტში გავრცელდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰაკერების ფორუმზე სოციალურ ქსელ Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გავრცელდა. საუბარია 533 მილიონი ადამიანის საიდენტიფიკაციო მონაცემებზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.