"ასეთია კანონის უზენაესობა კლანურად, არ უშველის ამათ ტალღები, ცუნამი სჭირდებათ"

"ასეთია კანონის უზენაესობა კლანურად. არ უშველის ამათ ტალღები, ცუნამი სჭირდებათ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი გიორგი მშვენიერაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე წერს, რომელმაც 5 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე ინფორმაცია 4 აპრილს, ღამით გაავრცელა .
"როცა სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღას ვიხილავდით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, სხდომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების 1 კვირიან ვადას ვერ ვიცავთ, ძალიან დიდიაო და ამიტომ ვარღვევთო. 3 დღემდე შევამციროთ და დავიცავთო. შემცირდა 3 დღეზე და მის მერეც არ მახსენდება, ერთხელ მაინც რომ დაეცვათ.
ანუ, ერთადერთი, რაც შეიცვალა, ისაა, რომ მანამდე თუ 7-დღიან ვადას არღვევდნენ, ახლა 3 დღიანს აღღვევენ. აი, ხომ მარტივია, სცე საზოგადოებას და კანონს პატივი და 3 დღით ადრე გამოაქვეყნო სხდომის შესახებ ინფორმაცია? მაგრამ არა, პრინციპულად არ შვებიან.
ასეთია კანონის უზენაესობა კლანურად. არ უშველის ამათ ტალღები, ცუნამი სჭირდებათ", - წერს მშვენიერაძე