"მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას"
"მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას"

A+ A-

10:33 05/04/2021

"სირცხვილიას" ბათუმის რეგიონალურ ოფისზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში მმართველი პარტიის დეპუტატმა, რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტების განცხადება გააზიარა, "ოცნების" მხარდამჭერების ძალადობა წაახალისა და ინციდენტში მონაწილე ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეაქო.

"ლომებო. ჯიგარი ხარ, გიო.

[გიგა მაქარაშვილს] არავინ ჩალიჩობს რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას", - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებში.