"თუ მესამედ ჩაიკეტება ჩვენი ეკონომიკა, 3,5%-იანი ზრდა მოგვენატრება"
"თუ მესამედ ჩაიკეტება ჩვენი ეკონომიკა, 3,5%-იანი ზრდა მოგვენატრება"

A+ A-

13:15 07/04/2021

თუ მესამედ ჩაიკეტება ჩვენი ეკონომიკა, 3,5%-იანი ზრდა მოგვენატრება - აღნიშნულის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენელმა გიორგი კეპულაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მან იმ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით არსებობს.

"სამწუხაროდ, ყველა ნაბიჯი რაც გადაიდგა აქამდე, იყო წარუმატებელი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ გაზაფხულზე შევწირეთ ეკონომიკა პირველ ლოკდაუნს, მაგრამ შემოდგომაზე მივიღეთ უარესი შედეგი ჯანდაცვის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ ვაფასებთ შედეგებით, რა შედეგებს დებს ხელისუფლება, არა მხოლოდ პანდემიის, არამედ ბოლო 8 თუ 9 წლის განმავლობაში, ყველა ეს შედეგი არის წარუმატებელი. სავარაუდოდ, ისევ მკვდრადშობილი იქნება ის გეგმა, რაც დაიდება 31 მაისამდე (რომ რაღაც 10 წლიანი გეგმა უნდა დაიდოს). სამწუხაროდ, მე იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ხელისუფლება  მკვეთრად უჩივის იდეებისა და ხედვების ნაკლებობას. მოკლევადიანი ხედვაც  კი არ არის. კატასტროფული მდგომარეობაა ეკონომიკაში, თუ მესამედ ჩაიკეტება ჩვენი ეკონომიკა 3,5%-იანი ზრდა მოგვენატრება. მთავრობა უკვე უნდა ფიქრობდეს ბიუჯეტის კორექტირებაზე, იმიტომ რომ ბიუჯეტის დეფიციტი არის 7,5%, რაც ძალიან მაღალია ჩვენი ქვეყნისთვის, საგარეო ვალის აღების რესურსიც აღარ დაგვრჩა სამწუხაროდ, ყველანაირ ზღვარს გადავცდით და ამ ვალს მერე რა თქმა უნდა, გასტუმრებაც უნდა. ამიტომ, ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა, მათ შორის საგადასახადო ნაწილშიც უნდა დაიწყონ. ქვეყნის იმიჯიც ილახება, როცა უყურებენ ინვესტორები ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა უფრო ზრდის პროგნოზი, ნელ-ნელა როგორც მცირდება", - განაცხადა კეპულაძემ.