24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა
24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

A+ A-

10:56 08/04/2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 849-ს შეადგენს.

Covid-19 დღეს 761 ადამიანს დაუდასტურდა, 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა.