საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება
საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება

A+ A-

11:59 08/04/2021

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის" ნიკა მელიას სასამართლო პროცესი იმართება, პარალელურად აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.

"ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა გამოცხადდეს, ეს იქნება ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება, თუ მისი გათავისუფლება, ეს ბუნებრივია არ იქნება ნინო ჩახნაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ის უბრალოდ გაახმოვანებს იმას, რაზეც სავარაუდოდ, უკვე დაურეკეს მას. ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვაგან, იმ ოთახში, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფება და მხოლოდ ამ ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ნიკა მელია დარჩება თუ არა პატიმრობაში, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არის ძალიან დროებითი. იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ გამოცხადდება გადაწყვეტილება, ეს იქნება ძალიან დროებითი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია, მას შემდეგ რაც ნიკა მელიას დაკავება და ნაციონალური მოძრაობის ოფისის შტურმით აღება მოხდა. აბსოლუტურად ყველა შეაფასა, რომეს პოლიტიკური პროცესია და მელია და რურუა პოლიტპატიმრები არიან ივანიშვილის"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას საქმის განხილვა სასამართლოში უკვე დაიწყო.