კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,80 ლარი გახდა
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,80 ლარი გახდა

A+ A-

43

13:35 07/11/2018

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 80 თეთრს აღწევს.ეროვნული ვალუტა რეკორდული სისწრაფით გაუფასურებას განაგრძობს.

ლარი გაუფასურებულია ბლუმბერგის მონაცემებითაც, რომლის თანახმად 1 აშშ დოლარი გუშინ 2.75 ლარი იყო, დღეს კი 2.76 ლარს გადასცდა. ეროვნული ვალუტა 1 თეთრამდე გაუფასურდა.

შეგახსენებთ, რომ ლარი ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე თეთრით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, გუშინ ეროვნულმა  ბანკმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების გამო შექმნილი გარემო.