ამ თემაზე არასდროს მისაუბრია - ეკა ხოფერია
ამ თემაზე არასდროს მისაუბრია - ეკა ხოფერია

A+ A-

297

13:59 07/11/2018

2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” დარბევასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ეკა ხოფერია ფეისბუქზე წერს:

“ერთი უცნაური, არაჟურნალისტური თვისება მაქვს. ამბავი, რომელიც გადამხდა და მოყოლილი მაქვს, მასზე ბევრჯერ, თავიდან საუბარი არ მიყვარს. ასე იყო ”ეს არის ჩემი ბოლო გადაცემა” თემაზეც. ყველაზე ნაკლებად მინდოდა, მერე ამ საკითხზე ინტერვიუების მიცემა. ერთგვარი კომპლექსიცაა შეიძლება. “ჭკუისდამრიგებლის” როლში უნებლიედ აღმოჩენის და საკუთარი პერსონის ბევრჯერ წარმოჩენისაც. ეს სხვა თემაა.

ბევრად და გაცილებით მნიშვნელოვანია 7 ნოემბერი. არც ამ თემაზე წავედი გადაცემებში და არც ინტერვიუები მიმიცია გამოცემებისთვის. თუმცა, ალბათ ყველა ის ადამიანი, ვინც მაშინ ქუჩებში იდგა, ვინც გამოიარა ის დღეები, ყველა ჟურნალისტი და „იმედის“ ტელევიზია, დიახ, "იმედის“ ტელევიზია, იმსახურებს თუნდაც ამ ფრაზას: მე მახსოვს 7 ნოემბერი!“, – წერს ხოფერია.