რამ გაგახსენათ 7 ნოემბერი, მანიაკების და ჯალათების მხეცობა, არჩევნებში წაბორძიკებამ?! - გიორგი ბერეჟიანი
რამ გაგახსენათ 7 ნოემბერი, მანიაკების და ჯალათების მხეცობა, არჩევნებში წაბორძიკებამ?! - გიორგი ბერეჟიანი

A+ A-

65

16:06 07/11/2018

სოციალური ქსელის "ფეისბუქის" მომხმარებელი გიორგი ბერეჟიანი, 7 ნოემბრის „მე ვიცავ თავისუფლებას“ აქციას ეხმაურა და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. 

„ქართული ოცნება / Georgian Dream“,  „ბიძინა ივანიშვილი & საზოგადოება“ აი რას ფიქრობს საზოგადოების აქტიური წევრი, ძალიან მაგარი კაცი. თქვენ გინდათ ის და მისნაირები გადაარწმუნოთ გაქსუებულ-გადამძღარი ქოცების გამოსვლებით მიტინგებზე?! - ლაყაფი ვერ გიშველით, საქმე, საქმე დაგვანახეთ! - ამას ზვიად ტომარაძე გეუბნებათ. მე კი ერთი კითხვა მაქვს და მიპასუხეთ!  - 7 ნოემბერი წინა წლებში რატომ არ "აღინიშნებოდა რუსთაველის თეატრში"? ანუ მანიაკების და ჯალათების მხეცობა 6 წლის შემდეგ არჩევნებში წაბორძიკებამ გაგახსენათ? მოიცა და აბა კოჰაბიტაციაო? და ქართულ დემოკრატიას ასე სჭირდებაო?)))) - ეგ ზღაპრები საკუთარ ბებიებს მოუყევით! მეორე ტურის შემდეგ ისევ ძაღლებივით გადაებმებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ერთი ბატონი გყავთ ორივეს“, - წერს გიორგი ბერეჟიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე 7 ნოემბრის აქციის 11 წლისადმი მიძღვნილი მიტინგი სახელწოდებით „მე ვიცავ თავისუფლებას“ გაიმართა.