ზურაბიშვილი - ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა
ზურაბიშვილი - ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა

A+ A-

333

17:01 07/11/2018

მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სოფელ ატოცში რუსი სამხედროების მიერ რკინის ბოძების მონტაჟს  ეხმაურება.

„სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა! დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთ  ჩვენ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად. ამ მიმართულებით, პრეზიდენტის ფუნქციაში მოსვლისთანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები რკინის ბოძებს ამონტაჟებენ. ამ დროისთვის უკვე დამონტაჟებულია 50-მდე რკინის ბოძი.