თბილისში უახლესი სტანდარტებით აშენებული მე-100 საჯარო სკოლა გაიხსნა
თბილისში უახლესი სტანდარტებით აშენებული მე-100 საჯარო სკოლა გაიხსნა

A+ A-

68

18:10 07/11/2018

თბილისში უახლესი სტანდარტების მიხედვით აშენებული მე-100 საჯარო სკოლა გაიხსნა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

სკოლა  650 ბავშვზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულება მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აშენებული და აღჭურვილია უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებით. 

ამავადროულად, სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ინფორმატიკის კლას-კაბინეტი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სპორტული დარბაზი.

სასწავლებლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ახალი სკოლის მშენებლობაზე დახარჯულმა თანხამ 5,5 მილიონი ლარი შეადგინა.